კუნძულზე მდებარე ქალაქი აბუ-დაბი წესისამებრ, ქალაქ-პარკად ითვლება. მწვანე საფარის გამო, ქალაქში ტემპერატურა 1-1,5 გრადუსით დაბალია, ვიდრე უდაბნოში. დღეს აბუ-დაბი ტურიზმის, ვაჭრობის, სპორტისა და დასვენების ცენტრია. მის უმთავრეს ღირშესანიშნაობას ალ-ხუსნის სასახლე წარმოადგენს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ძველი ან თეთრი ფორტი. ის მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და უძველეს არქიტექტურას წარმოადგენს, რადგან ქალაქში ყველაზე "ძველი” შენობის ასაკი 30 წელს არ აღემატება. აბუ-დაბის საგამოფენო კომპლექსის გვერდით, ე.წ. კულტურულ-ეთნოგრაფიული სოფელი მდებარეობს, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რაიონის ყოფაცხოვრება და ყაიდაა წარმოდგენილი. საღამოობით სასიამოვნოა გასეირნება სანაპიროზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ქალაქის შადრევნებს, რომელთაგან აღსანიშნავია-"დალლა”, "მარგალიტები”, "მფრინავი გედები” და ა.შ. წარსულის, აწმყოსა და მომავლის ბრწყინვალება მეჩეთების, მუზეუმების, თანამედროვე სუპერმარკეტების, აღმოსავლური ბაზრების, სასწავლო დაწესებულებების, კულტურისა და ხელოვნების ცენტრების თანაარსებობით არის გამოხატული. უკანასკნელი 300 წელია ემირატებს ალ კაზიმის ოჯახი მართავს, რომელიც სპარსეთის ყურეში ყველაზე ძლევამოსილად ითვლება. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქალაქგარეთ მდებარე სოფლების მიერთების შედეგად, ქალაქი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს აბუ-დაბის ტერიტორია 70 კვ.კმ-ს შეადგენს. აბუ-დაბიდან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რუბ ალ ხალი მდებარეობს, რომელიც დედამიწაზე ყველაზე პირქუშ ადგილად ითვლება. ემირატების დედაქალაქიდან 150 კმ-ში ქალაქი ალ-აინი მდებარეობს. ადგილობრივ ღირშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია-ალ-აინის ისტორიული მუზეუმი, აღმოსავლეთის ფორტი და ა.შ. ამ ქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზე არაბეთის გაერთიანებული ემირატების ყველაზე მაღალი წერტილი-ხაფიტის მთაა. იქიდან მიმდებარე ტერიტორიაზე საუცხოო ხედი იშლება. აბუ-დაბის ყურე საუკეთესო ადგილია სპორტის წყლის სახეობებისათვის.
Burj Al Arab და Jumeira Beach Hotel დუბაის სიმბოლოა. მათ ტერიტორიაზე არის ჩოგბურთის კორტები, სატრენაჟორო დარბაზები, აუზები. ქალაქის ხმაურისგან დასვენება პარკებში შეიძლება, რომელიოც ძირითადად, ოჯახთან ერთად დასვენებისა და პიკნიკებისთვის არის განკუთვნილი. დროდადრო პარკებში წარმოდგენები და კონცერტები იმართება. Wonderland-ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია ახლო აღმოსავლეთში. ის სამ ნაწილად იყოფა. Main Street ეს არის კარიბის ქალაქის ქუჩა. ამ ქუჩაზე ისმის ცოცხალი მუსიკა, დადიან კლოუნები, არის ორი კაფეტერია, არის რამდენიმე ატრაქციონი, როგორც ბავშვების, ისე დიდებისთვის. თჰემე პარკ-ში თავმოყრილია ატრაქციონები უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის. იქვეა ატრაქციონი ყველაზე თამამებისთვის, ერთადერთი ატრაქციონი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში- შპაცე შჰოტ (ნახტომი კოსმოსში). აკვაპარკი შპლასჰლანდ 9 წყლის ატრაქციონს სთავაზობს. ამ ტერიტორიაზე სამი აუზია: საბავშვო ატრაქციონით, მოზრდილთათვის და სპორტული სპორტის წყლის სახეობებისთვის. მსურველებისთვის ფუნქციონირებს სწრაფი მომსახურების რესტორანი და პიცერია. დუბაის კლიმატი მშრალი, სუბტროპიკულია. ზაფხულის პერიოდის გამოკლებით, დუბაის კლიმატი თითქმის იდეალურია. მზე წელიწადში 360 დღეა. ქუჩაში აუცილებელია თავსაბურავის ტარება, თვალები სპეციალური სათვალით უნდა დაიცვათ, მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის კი რეკომენდირებულია ლინზების ტარება. თუ გსურთ კარგად დაისვენოთ და დადებითი ემოციით დაიმუხტოთ, აუცილებლად ესტუმრეთ დუბაის. ადგილობრივი კლიმატი და პირველი კლასის სპორტული აღჭურვილობა ემირატებს იდეალურს ხდის მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება ხიბლავს. ის საუკეთესოა სპორტის წყლის სახეობის მოყვარულთათვის.
აბუ-დაბი სახელმწიფოს ოფიციალური დედაქალაქი, ემირატების ადმინისტრაციული ცენტრი და პრეზიდენტის რეზიდენციაა. ის შვიდ ემირატს შორის, ყველაზე დიდია (67000 კვ.კმ). უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, დედაქალაქმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე აბუ-დაბი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქია არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. როგორც ნავთობის ინდუსტრიის ცენტრს თავისი ცათამბჯენებით, აბუ-დაბს ახლო აღმოსავლეთის მანჰეტენს უწოდებენ. აბუ-დაბის ისტორია 4000-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. ჩვენს ერამდე 3 ათასი წლის წინ უმ ალ ნარის კუნძულზე ქვის სახლებიანი სოფელი აშენდა. აღნიშნულზე 50 ქვის სამარხი მეტყველებს, რომელიც დიდ კლდოვან ფერდობზე მდებარეობს. თანამედროვე აბუ-დაბი 1760 წელს აშენდა.
დუბაი ეს ქალაქი-ფენომენია. დუბაიში მოქმედებს გადასახადებისა და ბიუროკრატიისგან თავისუფლების ფენომენი. ეს ქალაქი სპარსეთის ყურეში ყველაზე ცნობილია და საუკეთესო პირობებს ქმნის შოპინგისა და ზღვაზე დასვენებისათვის. ვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასეთ დაბალ ფასებს მსოფლიო მარკების პროდუქციაზე. დუბაი ჯუმეირას რაიონი პლაჟზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. ეს მრავალკილომეტრიანი ქვიშიანი პლაჟია ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროებით, მათ შორის შვიდვარსკვლავიანი "ბურჯ ალ არაბითა” და ექვსვარსკვლავიანი "ჯუმეირა ბიჩით”. "შარჯში კულტურაა, დუბაიში კი გართობა”-ამბობენ არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოქალაქეები.
მართლაც, რაც შეეხება ღამის კლუბებს, რესტორნებს, სპორტულ დაწესებულებებს, მაღაზიებს, ამ მხრივ დუბაი მართლაც პირველია. რა თქმა უნდა, ეს ქალაქი ძალიან კარგია კონფერენციების, გამოფენების, ბიზნეს-ტურებისათვის. დუბაიში ყველა პირობაა სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის, ესენია: ავიასპორტი, იალქნიანი სპორტი, ალპინიზმი, ზღვის თხილამურები, თევზაობა, ნადირობა და ა.შ. ამ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება ცნობილი სპორტული სანახაობა (გოლფი, ტენისი, ჯირითი), სადაც დიდი ფულადი პრემიებია დაწესებული. გერმანიაში ჩატარებული ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, დღეს დუბაი მსოფლიოში ცნობილი კურორტების ათეულის წევრია. არაბეთის გაერთიანებული ემირატების ეს ქალაქი ცნობილია თავისი საგზაო ქსელით, რომელიც ესკადებითა და გვირაბებით სულ უფრო თანამედროვე ხდება. არანაკლებ აღფრთოვანებას იწვევს ჯებელ ალიას და რაშიდის პორტები.
შარჯას ისტორია მაშინ დაიწყო, როცა კავშირი აღმოსავლეთთან მხოლოდ იწყებოდა. კასიმის კლანის მისვლა ვაჭრობის აყვავებას უკავშირდება, უკვე მე-19 ასწლეულში შარჯა სპარსეთის ყურეში მნიშვნელოვან საზღვაო პორტს წარმოადგენდა. შარჯას ემირატი სპარსეთის ყურეს სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. მისი სამი დანარჩენი ნაწილი-კალბა, კორფაკანი და დაბა ელ-ხასნი ომანის ყურეს ტერიტორიაზე მდებარეობს. შარჯას ტერიტორიაზე მდებარეობს მმართველის ოფისი, სახელმწიფო დაწესებულება, კომპანიები, ბანკები და სასტუმროები. შარჯას ემირატი არაბეთის გაერთიანებული ემირატების 7 სახელმწიფოს შორის სიდიდით მესამეა. ის ერთადერთი ემირატია, რომელსაც ტერიტორია ქვეყნის, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში აქვს. ემირატების ტერიტორია რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი-ქალაქი შარჯა, ქალაქი კორფაკანი, რამდენიმე პუნქტი ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე და ალ დაიდის ოაზისები უდაბნოში. შარჯა დუბაიდან სულ რაღაც 13 კმ-ში მდებარეობს. მათი საზღვრები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ახლო მომავალში ალბათ, ერთ მეგაპოლისად გარდაიქმნება. შარჯას "ემირატების არქიტექტურულ დედაქალაქს” უწოდებენ. იქ თქვენ ნახავთ კულტურის ბევრ ძეგლს. ხალიდის სანაპიროზე ემირატების ყველაზე ძველი რაიონი-მერეჯა მდებარეობს, რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამუზეუმო სამკაულს წარმოადგენს. ძირითადი ღირშესანიშნაობებია: * მეფე ფეისალას მეჩეთი (King Faisal Mosque)-ყველაზე დიდი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, რომელიც 3000 მლოცველს იტევს; * გასართობი პარკი ხალიდის ლაგუნაში; * არქეოლოგიური მუზეუმი; * "კორანის” მონუმენტი; * ოქროს ბაზარი; * მსოფლიოში სიმაღლით მესამე შადრევანი; * წყალქვეშა ცურვა კორფაკანში; * "ოქროს მეჩეთი”. ამ დინამიურად განვითარებადი ემირატის ტურისტული პოტენციალი საკმაოდ შთამბეჭდავია. შარჯაში მრავალფეროვანი სასტუმროების ფართო არჩევანია და ყველა პირობაა სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებისათვის. გარდა ამისა, ასობით სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას იღებს ექსპოცენტრის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში. შარჯას საკურორტო ზონას კორფაკანი წარმოადგენს, მისი ულამაზესი პლაჟებითა და გართობის წყლის საშუალებებით. შარჯა საკმაოდ ცნობილია თავისი ბაზრებით. ძველი და თევზისა და ბოსტნეულის ბაზრების გარდა, 1970 წელს ხალიდის ყურესთან ახალი ბაზრის მშენებლობა დასრულდა. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში შარჯა ყველაზე "მშრალი” შტატია. იქ არამხოლოდ აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება, არამედ მისი ტარება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. შარჯამ სახელწოდება "ქალაქი შეჰერაზადას ზღაპრებიდან” მიიღო. გზად აეროპორტიდან ქალაქისკენ ორ და სამსართულიანი კერძო სახლები, ასევე მეჩეთების გუმბათები ჩანს, შემდეგ მრავალსართულიანი სახლები ჩნდება, რომელთა პირველ სართულზეც მაღაზიებია განთავსებული. შარჯა თავისი მწვანე ოაზისებით, ბორცვებით, მზიანი სანაპიროებით, ულამაზესი ლაგუნით, პარკებითა და ბაღებით, ნამდვილი სამოთხეა ტურისტებისთვის.
No comments:
Post a Comment